უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება

უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართბა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უშიშროების საბჭოდან აცნობეს.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:

1. მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის;

2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;

3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 30 მაისს 15:00 საათზე გაიმართება.