სან-დიეგოში დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სან-დიეგოში დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ს პრეზიდენტობის “რესპუბლიკელი” კანდიდატის მომხრეები და მოწინააღმდეგები ერთმანეთს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან -დიეგოში დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “ალ-ჯაზირა” ავრცელებს. 
ამერიკელი ბიზნესმენის ათასობით მოწინააღმდეგემ მშვიდობიანი აქცია მექსიკის საზღვართან ახლოს გამართა. ადგილზე დონალდ ტრამპის მომხრეები მივიდნენ, რაც ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. 
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 35 მონაწილე დააკავეს. 
დონალდ ტრამპმა სამართალდამცავებს ვითარების განეიტრალებისა და დამნაშავეების დაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
ამერიკელმა ბიზნესმენმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ამერიკასა და მექსიკას შორის კედელს ააშნებს.