ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სამხრეთ კორეის გემებს დაუყოვნებლივ ცეცხლის გახსნით ემუქრება. „ბიბისი“-ს ინფორმაციით, ოფიციალური ფხენიანი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სამხრეთ კორეის გემები სადავო საზღვაო საზღვარს გადაკვეთენ.
მიმდინარე კვირას ოფიციალური სეულის სამხედრო გემებმა ჩრდილოეთ კორეას გამაფრთხილებელი ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს,რაც ფხენიანის ორი გემი სამხრეთ კორეის აკვატორიაში შევიდა. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა სამხრეთ კორეის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო სამხედრო პროვოკაცია უწოდეს, რომლის მიზენი ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამწვავება იყო.
ოფიციალური ფხენიანის განმარტებით, სამხრეთ კორეის მიერ ცეცხლის გახსნის მომენტისთვის ჩრდილოეთ კორეის გემებს იარაღი არ გადაჰქონდათ, თანაც საკუთარ ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ.