გალის შეხვედრები რომ არ გაჩერებულიყო, სხვა ვითარება იქნებოდა

გალის შეხვედრები რომ არ გაჩერებულიყო, სხვა ვითარება იქნებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი გალის შეხვედრების აღდგენას მიესალმება.

"გალის შეხვედრები რომ არ გაჩერებულიყო თავის დროზე, სულ სხვა ვითარება იქნებოდა ხურჩაში. დარწმუნებული ვარ, უფრო სტაბილური ვითარება იქნებოდა. შეხვედრებით მუდმივად პულსზე გვაქვს ხელი. ფაქტია, რომ ერგნეთში ბევრი საკითხი წყდება. ეს არის ჟენევის გაგრძელება, სადაც ადგილზე არსებული პრობლემები განიხილება",-აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა დღეს, 27 მაისს გაიმართა.