ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება

ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დაწყების შესახებ საზოგადოებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული მუზეუმის დირექტორი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი მიაწვდიან ინფორმაციას.

”ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას”, - ნათქვამია განცხადებაში.