თუ ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ვერ დადგება, შეიძლება რეფერენდუმის ორგანიზება მოხდეს

თუ ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ვერ დადგება, შეიძლება რეფერენდუმის ორგანიზება მოხდეს

პარლამენტში დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობენ, რომლის მიხედვით, კონსტიტუციაში დაკონკრეტდება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა სხდომაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში თუკი, ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ვერ დადგება, ცვლილებების ავტორებმა შეიძლება რეფერენდუმის ორგანიზება მოახდინონ.

ძიძიგურის განმარტებით , საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის მიერ ამ საკითხზე კითხვის ნიშნები არ ჩანს, მაგრამ ცალკეული არასამთავრობები და დეპუტატებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს საკითხი მათში კითხვის ნიშანს იწვევს.

ძიძიგურის მოსაზრებით, საქართველოში ქორწინების საკითხს მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს

„უმცირესობის მხრიდან თემაზე სხვადასხვა პასუხები გვესმოდა, დაუჭერენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს. ნაწილი ამბობდა, რომ დაუჭერდა, მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან ეს „სამოქალაქო კოდექსით“ ისედაც განსაზღვრულია. მათი პოზიცია ვნახეთ, როცა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და აქედან გამომდინარე, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზეც. ამ საკითხთან მიმართებაში ეს კონკრეტული პასუხია, ისინი მხარს უჭერენ თუ არა ერთსქესიანთა ქორწინებას ქვეყანაში. მათი მხრიდან ირიბი, მაგრამ ნათელი პასუხი იქნა მიღებული“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა პლენარულ სესიაზე.

როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნაშა, საკითხი სავარაუდოდ კენჭისყრაზე ვერ დადგება და ვინც ამ პროექტის ინიციატორია, იმაზე იფიქრებს, მოახდინოს თუ არა რეფერენდუმის ორგანიზება და ამ მიმართულებით გადადგამენ თუ არა ნაბიჯს.