სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგება

სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, უარყოფითად აფასებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე 2017 წელს რეფერენდუმის ჩატარებას.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ეხება სამხრეთ ოსეთსაც. ჩვენ არ ვაღიარებთ არანაირ მცდელობას, სამხრეთ ოსეთმა სუვერენიტეტი მიიღოს", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.

აშს-ის უკმაყოფილებას რუსული მხარე ეხმაურება.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის აზრი არავის აინტერესებს.

"ეს ის შემთხვევაა, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია", - აღნიშნა პუშკოვმა.

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება 2017 წლისთვის გადაიდო.

არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რეფერენდუმის ჩატარება 2017 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გადაწყდა.