"პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ხურჩაში მომხდარი ამბავი განიხილეს"

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სადაც დიასპორის ფორუმი მიმდინარეობს, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დახურული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკომენტაროდ დატოვეს.

კომენტარი არ გაუკეთებია ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

"პირWელთან" საუბარში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ბევრი საკითხია, რაზეც ერთობლივი პოზიციაა ჩამოსაყალიბებელი. ახლოვდება ვარშავის სამიტი, ასევე, განსახილველი იყო ხურჩაში მომხდარი ამბავი, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რაზეც საერთო აზრის ჩამოყალიბება მნიშნელოვანი იყო".

განსახილიველ საკითხს შორის ასევე იყო უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის გამართვის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით, უცნობია.