უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ოლქის გუნერნატორის მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის საცხოვრებელ ბინასა და ფონდში "ოდესის საკეთილდღეოდ" ჩხრეკა ჩაატარა.
ჩხრეკის მიზეზად შესაძლო კორუფცია სახელდება.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამომძიებლები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ჩხრეკას ატარებენ, რომელიც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ, 2012-2013 წლებში, უკანონო ფინანსურ ოპერაციებს უკავშირდება.
ფაქტი ოდესის გუბერნატორმა გააპროტესტა.
მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური პროვოკაცია უწოდა და იური ლუცენკოს გამომძიებლების გაყვანა მოსთხოვა.
უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველს, 20 მილიონ უკრაინულ გრივნას ედავებიან.