თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში ქურთი ”ბოევიკების” მიერ განხორციელებული აფეთქებების შედეგად უსაფრთხოების სამსახურის 6 თანამშრომელი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა.
როგორც euroline.ge წერს, მედიის ცნობით, “ბოევიკებმა” ხელნაკეთი ნაღმი ააფეთქეს ნუსაიბინში, რის შედეგადაც ადგილობრივი პოლიციის სერჟანტი და ოფიცერი დაიღუპნენ.
”ნუსაიბინის პოლიციის 9 თანამშრომელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, საჭირო გახდა მათი გადაყვანა ადგილობრივ კლინიკაში. აგრეთვე ერთი სამხედრო და დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა მიდიატეში, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად”, - წერს სააგენტო.