გიორგი კვირიკაშვილს დიასპორის საქმიანობის ხელშეწყობისთვის მედალი გადასცეს

გიორგი კვირიკაშვილს დიასპორის საქმიანობის ხელშეწყობისთვის მედალი გადასცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მედალი გადასცა. მედალი წარწერით „რაც გვაძლიერებს, ის გვაერთიანებს“ კვირიკაშვილმა დიასპორის მეორე ფორუმზე დიასპორის საქმიანობისთვის ხელშეწყობისთვის და საქამიანობის გაზიარებისთვის მიიღო. 

გელა დუმბაძის თქმით, გასულ წელს აღნიშნული ჯილდო პატრიარქმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღეს. გელა დუმბაძემ გაწეული საქმიანობისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.