ბოლო 4 დღეში ხმელთაშუა ზღვაში 7 000 მიგრანტი გადაარჩინეს

ბოლო 4 დღეში ხმელთაშუა ზღვაში 7 000 მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 7000-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. 
როგორც euroline.ge წერს, თითქმის ყოველდღე ხმელთაშუა ზღვაში ათასობით მიგრანტის გადარჩენა ხდება.
”ხუთშაბათს მაშველებმა წყლიდან 2 600 ადამიანი ამოიყვანეს. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ამინდის გამოსწორებასთან ერთად გაზრდილია იმ მიგრანტთა რაოდენობაც, რომლებიც აფრიკიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვით ჩაღწევას ცდილობენ. ბუნდესვერას მისიისა და იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, 26 მაისს ბევრი სამაშველო ოპერაცია ჩატარდა”, - წერს სააგენტო.