”დიდი შვიდეულის” ლიდერები - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ის ”მინსკის შეთანხმებებს” სრულად არ შეასრულებს

”დიდი შვიდეულის” ლიდერები - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ის ”მინსკის შეთანხმებებს” სრულად არ შეასრულებს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე იმოქმედებს, სანამ ის მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს. შესაბამისი გადაწყვეტილება იაპონიაში, ”დიდი შვიდეულის” სამიტის ლიდერებმა მიიღეს.

„სანქციები მოიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს“, - ნათქვამია კომუნიკეში.

”დიდი შვიდეულის” სამიტის ლიდერების თქმით, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის გამო შესაძლოა, სანქციები გაფართოვდეს.
„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ახალი შემზღუდავი ზომები, თუ რუსეთის ქმედებები ამას მოითხოვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მომავალ თვეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.