ავსტრალიის პარლამენტის ისტორიული შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ავსტრალიის პარლამენტის ისტორიული შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 26 მაისს ავსტრალიაში ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ, გამართა ამ დღისათვის მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრნენ ქვეყნის მთავრობის, ავსტრალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მიღების პარალელურად, მოეწყო ქართული ანბანის გამოფენა. სპეცილურად მოწყობილ კუთხეში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და სამზარეულო, ასევე სუვენირები და საქართველოს შესახებ საინფორმაციო ბროშურები.