გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საზეიმო, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

გიორგი ალიბეგაშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ  საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჯარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

„ჩვენი ქვეყნის ერთგულება და ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე.

განსაკუთრებით კი, პატივი  იმ გმირების ხსოვნას მივაგო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა. 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში  სახელმწიფო დამოუკიდებლობის და სიძლიერის განსამტკიცებლად კიდევ არაერთი