ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული.
შესაბამისი კომენტარი მამუკა ცოტნიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზუგდიდში გააკეთა, სადაც ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა.
ცოტნიაშვილის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებული ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ოთხოზორიების ოჯახს დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც მიუსამძიმრა.
ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომელიც მას მიაწოდეს, 19 მაისს, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას სავარაუდო მკვლელი დააკავეს.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მას მხოლოდ მწირი, დაუზუსტებელი ინფორმაცია აქვს და დეტალებს არ ფლობს.
მისივე თქმით, ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი ხვალ, გალის შეხვედრაზე დაისმება და ზუსტი ინფორმაცია მისი მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით სწორედ ხვალ გახდება ცნობილი.