პროექტ "დროის ამბავის" ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა "დროის კაფსულის" შენახვაში მიიღეს მონაწილეობა.
კაფსულაში პროექტის მონაწილე ახალგაზრდების ჩანახატები, სურვილები და ოცნებებია, თუ როგორი წარმოუდგენიათ საქართველო 25 წლის შემდეგ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლის თავზე.
დროის კაფსულა "პირველი რესპუბლიკის" სახელობის ბაღის წინ ჩაიდო. აქვე დგას სტენდი - ტექსტით - "ეს ადგილი ინახავს "დროის კაფსულას".
კაფსულა, რომელიც დღევანდელ დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ჩაიდო, 2041 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე გაიხსნება.
კაფსულაში ბავშვების სურვილებია მოთავსებული, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში საქართველო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, პროექტი - “დროის ამბავი“ განხორციელდება.
პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისადმი მიძღვნილი კამპანიის ნაწილია. იდეა მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის, ე.წ. დროის კაფსულით მომავალში შეტყობინების გაგზავნას გულისხმობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “დროის ამბავი” ჩვენი ქვეყნის წარსულის ისტორიულ, კულტურულ, სპორტულ თუ ყოვედღიურ ამბებს აერთიანებს. აქ თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლეიც საქართველოს უახლეს ისტორიას უკავშირდება. ამავდროულად ეს არის პლატფორმა, სადაც დღესაც იქმნება და გროვდედა მომავლისთვის განკუთვნილი მასალები, გზავნილები რომელბსაც მომავალი თაობა 25 წლის შემდეგ იხილავს. “დროის ამბავი” არის ერთგვარი ვირტუალური ხიდი წარსულსა და მომავალს შორის.
პროექტი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, შესაძლებლობას აძლევს სპეციალურად შექმნილ ვებ - გვერდზე ატვირთოს ვიდო გზავნილი, გამოაგზავნოს ფოტო ან წერილობითი დოკუმენტი. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეტყობინება გააგზავნონ 25 მაისის ჩათვლით. ხოლო 26 მაიის, დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე, მოხდება კაფსულის ჩადება, რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება.
“დროის ამბავი”-ს იდეა მთავრობის ადმინისტრაციის პიარ დეპარტამენტს ეკუთვნის, კრეატიულ კონცეფციასა და ტექნიკურ მხარეზე კი, ციფრულმა კრეატიულმა სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა.