სოციალურად დაუცველმა ნინელი საყვარელიძემ 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრს დახმარება სთხოვა.
საყვარელიძის თქმით, ის სოციალურად დაუცველი იყო, თუმცა მას სტატუსი მოუხსნეს და ახლა უსახლკაროდაა დარჩენილი.
ქალბატონმა თავისუფლების მოედანზე გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე პრემიერს დახმარება სთხოვა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებლად დაინტერესდება საკითხით.
გიორგი კვირიკაშვილმა ქალბატონის ტელეფონი ჩაიწერა და მისი მდგომარეობის გამო წუხილი გამოთქვა.