"ნატო-ს, აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ ინტენსიური პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება"

ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის და აშშ-ს სამხედრო ძალების მეთაურმა ავღანეთში, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

გენერალის თქმით, ნატო-ს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებთ ინტენსიური პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება.

"მე, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიისა და შეერთებული შატეტების სამხედრო ძალების ხელმძღვანელი, კოალიციური ძალების სახელით ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მსოფლიო სტრატეგიული რეგიონი. მოგესალმებით და გილოცავთ ამ დღეს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საქართველო იყო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი კოსოვოს ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში. ის ემსახურება ჩვენ საერთო მიზანს, უზრუნველყოს საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ამერიკელები ვამაყობთ ქართველებთან მეგობრობით", - განაცხადა ნიკოლსონმა.

გენერალის თქმით, ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ საქართველო კოალიციურ ძალებს შორის ერთერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

"ჩემთვის, როგორც ამერიკელი გენერლისთვის დიდი პატივია, ვმეთაურობდე ქართველ ჯარისკაცებს. ავღანეთში, მისიის დაწყების პირველივე დღიდან, ქართველები მისიას ყველაზე უფრო ცხელ წერტილებში ასრულებდნენ. ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ, საქართველო კოალიციურ ძალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი სამხედროების სამშვიდობი მისიას მაღალი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ასრულებდნენ", - განაცხადა გენერალმა.

ჯონ ნიკოლსონმა მისიებში მონაწილე 31 დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"მინდა მადლობა გადავუხადო და თანადგომა გამოვხატო 31 დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, ასევე მისიებში დაშავებული სამხედროების მიმართ. ქართველების თავდადება, დისციპლინა და პროფესიონალიზმი საყოველთაოდ არის აღიარებული. ჩვენ ვამაყობთ ქართველებთან მსახურით. ნატო-ს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებთ ინტენსიური პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს პროგრამებში", - განაცხადა გენერალმა.