დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებები მიმდინარეობს. ქართველი პოლიტიკოსების გარდა, თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან უცხოელი სტუმრებიც.
25 წლის იუბილე საქართველოს მიულოცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
"მინდა მივულოცო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. თქვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ. ვუსურვებ, ქართველ ხალხს გქონდეთ მრავალი წელი მშვიდობა, უსაფრთხოება და ბედნიერება," - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ, რომლის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.