ჯარში არ წყდება სამხედრო მოსამსახურის ფორმის მსურველთა რიცხვი, ქვეყანა გაიმარჯვებს

ჯარში არ წყდება სამხედრო მოსამსახურის ფორმის მსურველთა რიცხვი, ქვეყანა გაიმარჯვებს"

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ამბავი იმისა, რომ ქართულ ჯარში არ წყდება სამხედრო მოსამსახურის ფორმის მსურველთა რიცხვი, დასტურია, რომ ეს ქვეყანა გაიმარჯვებს.

მინისტრის თქმით, თავისუფლების მოედანზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თანხვედრაა.

"აქ არის პირველი ქართული ნატო-ს ასეული. პირველი შემთხვევაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს პირველი ნატო-ს ქართული ასეული. აქ არიან ჩვენი ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორი სამხედროები, რომლებიც მოდიან ისტორიული სწავლებიდან. სიახლე გვაქვს ის, რომ პოლონელების ასეული სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში ამ დღის მოსალოცად. ყველაზე მთავარია, რომ აქ არიან ჩვენი ახალწვეულები, ახალგაზრდები, რომლებიც ჯარში მოვიდნენ საკუთარი სურვილით", - განაცხადა ხიდაშელმა.