ლიტვიაში, კაუნასში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქრისტეს აღდგომის საკათედრო ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დროშის ფერებში განათებული ტაძრის სურათს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე აქვეყნებს.
"ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დცამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს! საქართველოს გაუმარჯოს!",- წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე.