დონალდ ტუსკი - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხზე გადაწვეტილებას ხანგრძლივი მსჯელობის გარეშე მიიღებს

დონალდ ტუსკი - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხზე გადაწვეტილებას ხანგრძლივი მსჯელობის გარეშე მიიღებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხზე გადაწვეტილებას უახლოეს მომავალში ხანგრძლივი მსჯელობის გარეშე მიიღებენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

„ჩვენ მზად ვართ სანქციების გაფართოებისთვის. ამ საკითხზე დიდი დისკუსიები არ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქნციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ ან სამ კვირაში მივიღებთ ხანგრძლივი დისკუსიების გარეშე“, - განაცხადა ტუსკმა. 

მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოქმედება ივლისის ბოლოს იწურება. აღნიშნულ საკითხზე სავარაუდოდ, ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ.