პირობას ვიძლევი, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უსაფრთხო და ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „ვარდების მოედანზე“, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწყობილი სხვადასხვა სტენდის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი მღებრიშვილმა სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღევანდელი დღე იზიარებს ორ ემოციას - ტკივილსა და სიხარულს. სიხარული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ტკივილი იმ ადამიანების დაკარგვისა, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს ვულოცავ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილი „ვარდების მოედანზე“ შვილთან ერთად მივიდა.