სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავენ. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს „ტვიტერით“ ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს“, - წერს პეტრო პოროშენკო. 

მოლოცვის ტექსტი გამოაქვეყნა „ტვიტერზე“ ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემაც. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“ - წერს ლიტვის პრეზიდენტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც.