გიორგი მარგველაშვილი - საქართველო სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ერთგული რჩება

გიორგი მარგველაშვილი - საქართველო სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ერთგული რჩება

ძალიან რთულია აუხსნა შენს მოქალაქეებს, თუ როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს შენს ქვეყანაში, დღისით-მზისით, ყველას თვალწინ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დისკუსიაზე ხურჩაში მომხდარ მკვლელობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 

მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ერთგული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის. 

„აფხაზეთში და ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს აქვთ მეტი ემოცია, აღდგეს ურთიერთობები. ჩვენ წინააღმდეგი ვართ სამხედრო მოქმედებების. ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც სარგებელს მოუტანენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. მათ შორის არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს სჯერა, რომ რუსეთში პოლიტიკოსები შეიკრიბებიან მრგვალი მაგიდის ირგვლივ და იმსჯელებენ საერთაშორისო პრინციპებზე, ნაციონალურ მიდგომებზე და ასევე იმაზე, თუ რა მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის. „სტრატეგიული მოთმინების ალტერნატივას ვერ ვხედავ. ჩვენ ნამდვილად ვაშენებთ თანამშრომლობას ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. მტკიცეა გადაწყვეტილება, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდება. გვინდა დავაბრუნოთ ჩვენი ლტოლვილები თავის სახლებში და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. საქართველო იქნება სუვერენული სახელმწიფო, სადაც იქნება დაცული საზღვრები, თუმცა, ამას სჭირდება მოთმინება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.