თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ოთახი ”აუდიტორია 115”-ის წევრებმა წუხელ ძალით დაიკავეს. ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ძალის გამოყენებით შეჭრილიყვნენ თვითმმართველობის აუდიტორიაში.
მიუხედავად დაცვის სამსახურის წიმააღმდეგობისა, ”აუდიტორია 115”-ის წევრებმა თვითმმართველობის ოთახში შესვლა მაინც მოახერხეს. როგორც ”აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი არობელიძემ განაცხადა, ისინი ყველანაირ ძალადობას ემიჯნებიან და დებენ პირობას, რომ დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას.
ამასთან, ”აუდიტორია 115”-ის ინფორმაციით, მათ უკვე დაიკავეს თვითმმართველობის სხვადასხვა კაბინეტები. სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილიზებული იყო პოლიციაც.