ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის გამო, არ ჩატარდება

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის გამო, არ ჩატარდება

ქალაქ ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის გამო, არ ჩატარდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან აცნობეს, 26 მაისს, დილით 09:00-დან 11:00 საათამდე, ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სამშობლოსათვის დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება. 11:00-დან 12:00 საათამდე ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ სპირიდონ კედიას, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლებს, რის შემდეგაც, 12:00 საათზე ზუგდიდში აგვისტოს მოვლენებისას დაღუპულთა სკვერი გაიხსნება. 
ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას 26 მაისს დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.