ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.