ევროატლანტიკურ ბილიკს საქართველო მიჰყვება მოთმინებითა და მოლოდინებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დისკუსიისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, რამდენიმე მიზეზია, რის გამოც საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს. „ნატომ დაამტკიცა, რომ არის ერთადერთი ალიანსი, რომელიც უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას. კიდევ ერთი მიზეზი არის ნატოს გადაწყვეტილება ადამიანების უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის შესახებ. საქართველო ახორციელებს რეფორმებს, საქართველო იცვლება. ჩვენ აღარ მივიჩნევთ თავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკად. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. არ ვართ სრულყოფილი, მაგრამ ჩვენი პოზიცია ნატოში გაწევრიანების შესახებ მტკიცეა. ჩვენი ქვეყანა ერთიანად იღწვის ამ მიზნისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ აქ იქნება ღია კარი საქართველოსთვის. ჩვენ უნდა მივიდეთ ამ მიზნამდე და ამაში დაგვეხმარება ერთგულება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.