„ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით კოღუაშვილს მიაჩნდეს, რომ ვიღაც იყო ნიჭიერი, სხვას მიაჩნდეს, რომ არ იყო ნიჭიერი, თთუმცა თუ ვინმე ნიჭიერი იყოს, ეს არ უნდა მოხმარებოდა ბოროტებას.
„კონტექსტი, რომელიც მე გავიგე, ეს არის დეკლარირებულიც, ეს არის შინაგანი ჩვენი პოზიციაც, რომ თუკი ვინმე იყო ნიჭიერი, თუკი ვინმე იყო განათლებული, თუკი ვინმე იყო ხუთ უნივერსიტეტ დამთავრებული და ა.შ. მას ეს ყველაფერი უნდა მოეხმარებინა ქვეყნის კეთილდღეობისათვის. უნდა მოეხმარებინა თითოეული მოქალაქისთვის და არა იმ ბოროტებისთვის, რაც ჩვენ წინა ხელისუფლებისა და რეჟიმის სახით მივიღეთ. ეს არის ძალიან მოკლე განცხადება, რომელიც ამ საკითხს ნათელს მოფენს ჩემი აზრით ერთხელ და სამუდამოდ. დამატებითი კითხვები არ უნდა დაისვას“-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.