პს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში  შევიდა ცვლილება

პს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა ცვლილება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, დასრულდა  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 100 %  წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის  -  შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“,  შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა /გაერთიანება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში  შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების,  გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სერვისების ნაწილის ერთ სისტემაში მოქცევა, სერვისების ეფექტურობის ზრდა, არსებული რესურსების სწორად გადანაწილება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.