„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

 22 მაისის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები მატულობს. წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა და შეხვედრის ჩაშლას შეეცადა.

არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზანმიმართულად მომავალში სხვა რეგიონებშიც განვითარდეს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს. ამასთან, მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში.