20 მაისს, 13:00 საათზე, დუშეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს ფოსტა“ რიგით მე-16 სერვის-ცენტრს გახსნის, სადაც დუშეთის მოსახლეობას საშუალება ექნება უნივერსალური მომსახურებით ისარგებლოს.
დუშეთის განახლებულ სერვის-ცენტრში, რომელიც თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით არის აღჭურვილი, ამ ეტაპზე 8 ადამიანი მუშობს. პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ცენტრში მომხმარებელს მომსახურების ახალ სტანდარტებს შესთავაზებენ.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილი ,,საქართველოს ფოსტის“ განახლებული და ავტომატიზირებული სერვის-ცენტრები მნიშვნლოვნად გაზრდის მომსახურების ხარისხს და, ასევე, უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას.
კომპანიის მიზანია გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილების სფეროში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
,,საქართველოს ფოსტა“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიაა საქართველოში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 2673 ადამიანს შეადგენს.