ნატო-ში ამერიკის ელჩი იმ გზავნილზე საუბრობს, რომელსაც საქართველო ალიანსისგან მიიღებს

ნატო-ში ამერიკის ელჩი იმ გზავნილზე საუბრობს, რომელსაც საქართველო ალიანსისგან მიიღებს

ნატო-ში ამერიკის ელჩმა დუგლას ლუტემ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროქტში საქართველოს ჩართვის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველო არის შავი ზღვის აუზის სახელმწიფო და ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები, აფასებს პარტნიორობას ამ ქვეყანასთან, რადგან საქართველოს მოაქვს სტაბილურობა რეგიონში. 

"ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური პერსპექტივა. ჩვენი სამხედრო მაღალჩინოსნები, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ვაფასებთ ასეთი სახის ურთიერთობას საქართველოსთან, რადგან ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ხვალინდელ ან მომდევნო სხდომაზე თავად საქართველოს საკითხი არ განიხილება, თუმცა, გზავნილი რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს მომდევნო რამდენიმე დღეში, დემონსტრირებული იქნება პირველ სხდომაზე ხვალ დილით. თუ იყო ოდესმე რაიმე ეჭვი ნატო-ს გაფართოებასა და ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მკაფიოდ ვაცხადებთ რომ კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მსგავსად, ერთ დღესაც გახდნენ ნატო-ს წევრები. ასე რომ, მეათე მუხლი მოქმედებს, კარი ღიაა და ჩვენ ამას ხვალ, მკაფიოდ დავაფიქსირებთ", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.