თუ პრეზიდენტი და პრემიერი არჩევნების თარიღზე ვერ თანხმდებიან, კანონში არჩევნების დღედ 31 ოქტომბერი განისაზღვროს

თუ პრეზიდენტი და პრემიერი არჩევნების თარიღზე ვერ თანხმდებიან, კანონში არჩევნების დღედ 31 ოქტომბერი განისაზღვროს

დეპუტატი პავლე კუბლაშვილი პარლამენტს სთავაზობს საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვროს ისეთი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან და ასეთ ვითარებაში კანონმა არჩევნების ჩატარების თარიღად 31 ოქტომბერი განსაზღვროს. ამის თაობაზე კუბლაშვილმა პოზიცია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააფიქსირა. მისი თქმით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეუთანხმებლობამ ქვეყანა არჩევნების გარეშე არ უნდა დატოვოს.

„კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. კანონი ყველა შესაძლო ვარიანტს უნდა პასუხობდეს. თუკი შეთანმხდებიან, გასაგებია, რომ არჩევნები შეთანხმებულ დღეს ჩატარდება, მაგრამ თუკი ვერ შეთანხმდნენ, ასეთ შემთხვევაში კანონი უნდა ამბობდეს, თუ როდის ჩატარდება არჩევნები. მათ შორის შეუთანხმებლობა არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ არჩევნები საერთოდ ვეღარ ჩატარდეს. საარჩევნო კოდექსით უნდა განისაზღვროს, რომ თუ პრეზიდენტი და პრემიერი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით 31 აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, არჩევნები 31 ოქტომბერს პრეზიდენტის აქტის გარეშე ჩატარდება“, - აცხადებს პავლე კუბლაშვილმა.