ნატო-ს ლიდერები ვარშავის სამიტზე საქართველოს მიღწეულ პროგრესს აღიარებენ

ნატო-ს ლიდერები ვარშავის სამიტზე საქართველოს მიღწეულ პროგრესს აღიარებენ

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ლიდერები ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღიარებენ.

ტელეკომპანია ”იმედის” კითხვაზე, რომელიც ვარშავის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებს შეეხებოდა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, მონტენეგროს გაწევრიანება მკაფიო გზავნილია, რომ ნატო-ს კარი ღიაა და განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოსთან.

”დღეს ისტორიული დღეა. დღეს მონტენეგროს ნატო-ს წევრობის შესახებ მოვაწერთ ხელს. ეს მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისთვის, ნატო-სთვის და მონტენეგროსთვის. ეს მკაფიო გზავნილია, რომ ნატო-ს კარი ღიაა და განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული კუთხით. რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მივიღე ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნაში. ეს არის მაგალითი თუ როგორია ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან, როგორ ვეხმარებით მოდერნიზებაში, რეფორმების ჩატარებაში და იმაში, რომ უფრო მეტად შეძლოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი. დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე ნატო-ს ლიდერები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობენ”, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.