ირაკლი ჩიქოვანი „ნაცმოძრაობის” საარჩევნო სიას „არა მომავლის, არამედ წარსულის სიას“ უწოდებს

ირაკლი ჩიქოვანი „ნაცმოძრაობის” საარჩევნო სიას „არა მომავლის, არამედ წარსულის სიას“ უწოდებს

”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიას „არა მომავლის, არამედ წარსულის სიას“ უწოდებს.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, აღნიშნულ პარტიულ სიაში მან აბსოლუტურად ვერანაირი სიახლე ვერ დაინახა.

„აბსოლუტურად ყველა სახე თავის დროზე იყო სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არა მომავლის, არამედ წარსულის სიაა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.