ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” მონაზვნებმა განუცხადეს, დამწვარია სხვენი და დაზიანებულია სახურავი, ხატები და სხვა სიწმინდეები კი გადარჩა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მონასტრის ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს და ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობს.