თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგომის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მან საკრებულოში მისვლის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"იმ ადამიანების დაძახებულზე, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და მხოლოდ პირად გამორჩენაზე ზრუნავს, აქ არ მოვიდოდი. მაგრამ მოვედი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და მზად ვარ, ვიმუშაო უმრავლესობასთან და ასევე იმ ფრაქციებთან, რომლებიც არ არიან ორიენტირებულები, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მზად ვარ, მათ დაძახებულზე მოვიდე”,- განაცხადა ნარმანიამ.