ვრცელდება ხმები, რომ ავტობუსების ტენდერში ბატონი მაქაცარია გაიმარჯვებს, რომელმაც ყვითელი სკანდალური სამარშუტო ტაქსები შემოიყვანა

ვრცელდება ხმები, რომ ავტობუსების ტენდერში ბატონი მაქაცარია გაიმარჯვებს, რომელმაც ყვითელი სკანდალური სამარშუტო ტაქსები შემოიყვანა

საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ვრცელდება ხმები, რომ დედაქალაქის მერიამ და სატენდერო კომისიამ გადაწყვიტა ავტობუსების ტენდერში ყველაზე უხარისხო მწარმოებელს გაამარჯვებინოს, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფება.

„ვრცელდება ხმები, რომ მერიამ და სატენდერო კომისიამ გადაწყვიტა ტენდერში ყველაზე უხარისხო მწარმოებელს გაამარჯვებინოს. თუ იცით, რომ ამ წინადადების უკან დგას ბატონი მაქაცარია, რომელმაც ყვითელი სკანდალური სამარშუტო ტაქსები შემოიყვანა ქალაქში და რომელ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი არის ერთ-ერთი ხელფეხშემკვრელი ქალაქისთვის და მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის. რამდენად მართალია, რომ უკვე გადაწყდა ყველაზე უხარისხო კომპანიისთვის და ბატონი მაქაცარიასთვის პრიზის მინიჭება და ტენდერში გამარჯვება“, - მიმართა ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერს.

დავით ნარმანიამ საკრებულოს დეპუტატს უპასუხა, რომ მადლობელი დარჩება, თუ მიაწვდის კონკრეტულ ინფორმაციას, რაზე დაყრდნობითაც ალეკო ელისაშვილმა დღეს ისაუბრა.