ევროპარლამენტის კომიტეტებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, განხილვები არ დასრულებულა.
საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ბენელუქსის ქვეყნებში ნატალია საბანაძე "პირWელთან“ აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი კიდევ ორ კომიტეტში უნდა განიხილონ, რის შემდეგაც ის პლენარულ სხდომაზე გავა.
"განხილვები არ დასრულებულა, ამიტომ, უცნობია, როდის გავა საკითხი პლენარულ სხდომაზე. ჯერ კიდევ ორ კომიტეტშია განსახილველი საკითხი. პარალელურად კი, წევრი სახელმწიფოები ვიზალიბერალიზაციის საკითხს საბჭოში განიხილავენ“, - აღნიშნა საბანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა 9 მარტს წარადგინა.
ინიციატივაში ნათქვამია, რომ საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულა და ამიტომ, აკმაყოფილებს ყველა შესაბამის კრიტერიუმს, რათა მისი მოქალაქეები სავიზო მოთხოვნებისგან განთავისუფლდნენ“.
საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.