საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" ყრილობას ბათუმში გამგზავრების გამო ვერ დაესწრო.
კობახიძის თქმით, დავით უსუფაშვილს ისევე, როგორც პარტიის სხვა პარტნიორებს, ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი გაეგზავნა.
„მე ვიცი, რომ ის ბათუმში გაემგზავრა. სამწუხაროა, რომ ვერ დაესწრო ყრილობას, თუმცა მოწვეული იყო",-განაცხადა კობახიძემ.