პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. ადგილზე იმყოფება ბიძინა ივანიშვილიც.
ირკალი ღარიბაშვილის დარბაზში გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ.
ყრილობაზე, რომელიც ამ წუთებში სპორტის სასახლეში მიმდინარეობს მთავრობის წევრები და პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან. ყრილობაზე იმყოფება მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.