სირიელ ჯიჰადისტთა დაჯგუფებამ დასავლეთ სირიაში, 19 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, რომლებიც სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლების მხარდამჭერები იყვნენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ალ-ზარაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის, 6 ქალია. სირიის უფლებადამცველთა ცენტრის ინფორმაციით, თავდამსხმელები დაჯგუფება „აჰრარ ალ-შამის“ წევრები იყვნენ, რომლებიც „ალ-ქაიდასთან“ კავშირში არიან.
ათობით ადამიანი, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, დაკარგულად ითვლება.