"მალე, ხალხი პოლიტიკიდანაც გაგისტუმრებთ - მანანა კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას"

პარლამენტის ვიცე-სპიკერ, მანანა კობახიძის განცხადებით, "ნაციონაურ მოძრაობას" მალე, იგივე ხალხი გაისტუმრებს პოლიტიკიდან, ვინც მათი ოპოზიციაში ყოფნა გადაწყვიტა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობახიძემ "ნაცმოძრაობის" ბრალდებასაც უპასუხა, რომელის თანახმად თითქოს, მოქმედი ხელისულფლება მედიაზე და სასამართლოზე ახდენს ზეწოლას.

"როცა შეკვეთილ სიუჟეტებზე საუბრობთ, უნდა გაიხსენოთ მოდელირებული ქრონიკა, ვისი დაკვეთილი იყო; როცა შეკვეთიოლ სიუჟეტებზე ვსაუბრობთ, უნდა შეგახსენოთ ძალიან ტრაგიკული დღე - 26 მაისი, როცა ადამიანები დაიღუპნენ რუსთაველზე - მაშინ ყველა კონტროლირებადი არხი გადასცემდა რაღაც კონცერტებს. მაშინ როგორი იყო დაკვეთა? როცა მოსამართლეების ზეწოლაზე საუბრობთ, იქნებ გაიხსენოთ, როგორ მიავლენდით ხოლმე მოსამართლეებს?

თურმე, ხალხმა გადაწყვიტა, თქვენ იყოთ ოპოზიციაში. ზუსტად ის ხალხი გადაწყვეტს თქვენს არა თუ ოპოზიციაში ყოფნას, საერთოდ, მალე პოლიტიკიდანაც გაგისტუმროთ ის ადამიანები, რომლებიც ისევ იმ რეჟიმის მართლებს რეჟიმში ხართ",- განაცხადა მანანა კობახიძემ.

პარლამენტი "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავს.