„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი არის მავნებლური.

„ეს არის მავნებლური კანონი. ეს ყველაფერი არის დამაზიანებელი სასამართლოსთვის. იმის მაგივრად, რომ მიგვეღო კანონები, რომელიც ხელს შეუწყობდა საზოგადოებას, ჩვენ პირიქით, ვიღებთ მავნებლურ კანონს. თქვენ ცდილობთ, რომ მოახდინოთ პარალიზება სასამართლო სისტემის, ამიტომ პროტესტის ნიშნად არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და ვტოვებთ სხდომას“, - განაცხადა სერგო რატიანმა.