"ის, რაზეც რუსეთი ოცნებობს, რადიკალურად განსხვავდება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისგან"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლას Chatam House-ში დასავლელი ექსპერტები აფასებენ.

კარნეგის ცენტრის ექსპერტის თომას დე ვაალი პრემიერს ეთანხმება, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში უნდა ჩაიაროს.

"საქართველოს წინ არჩევნები აქვს და მნიშვნელოვანია ეს პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში დაძაბულობამ უნდა დაიწიოს და ეს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. მას ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს რუსეთთან კონფრონტაციის საფრთხე",-აღნიშნა დე ვაალმა.

Chatam House-ის რუსეთია და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელის ჯეიმს ნიკსი კი, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებას რუსეთის პოლიტიკის მიმართ ეხმაურება.   

"ის, რაზეც რუსეთი ოცნებობს რადიკალურად განსხვავდება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისგან და დასავლეთის უსაფრთხოების სისტემას არ ემთხვევა. ახლა ჩვენ, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, როდესაც ვცდილობთ უთანხმოება არ შევიმჩნიოთ, რომელიც ფუნდამენტურ საკითხებზე არსებობს",-აღნიშნა ნიკსმა.

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.