ირაკლი კობახიძე ბურჭულაძესა და

ირაკლი კობახიძე ბურჭულაძესა და "ნაციონალებს" შორის მჭიდრო კავშირის მანიშნებელ გარემოებაზე მიუთითებს

სოციოლოგიური კვლევები ერთ-ერთი დამატებითი ნიშანია იმის, თუ რამდენად მჭიდროა კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პაატა ბურჭულაძეს შორის,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ამ კონტექსტში პარტიის აღმასრულებელი მდივანი ყურადღებას იმ ქართულ კომპანიებზე ამახვილებს, რომლებიც კვლევებს NDI-ისა და IRI-ის დაკვეთით ახორციელებენ. საუბარია, CRRC–სა და IPM-ზე. „აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება სოციოლოგიურ კვლევებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პაატა ბურჭულაძეს შორის არსებულ კავშირებზე. ერთის მხრივ დაიდო NDI-ის დაკვეთით CRRC–ის კვლევა, რომლის თანახმადაც, ყველაზე პოპულარული ადამიანი საქართველოში არის, თურმე ბატონი დავით ბაქრაძე, ხოლო ამის შემდეგ კვლევას დებს უკვე IPM-ი და აცხადებს, რომ ყველაზე პოპულარული ადამიანი არის პაატა ბურჭულაძე“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, აქ იკვეთება კიდევ ერთხელ ის დღის წესრიგი, რომლითაც შემოდის „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო პროცესში.