კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიის ხვალინდელ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ იმედი აქვთ, რომ ყოფილი პრემიერები ყრილობას დაესწრებიან.
„მოსაწვევები, რა თქმა უნდა, პარტიას გაგზავნილი აქვს როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის - ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ასევე პარტიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ორივე დაესწრება ყრილობას“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელებს და გვარებს ჯერჯერობით არ დააკონკრეტებენ და ეს არის მათი პრინციპული პოზიცია.